პროექტზე მუშაობას დავიწყებ 2012 წლის თებერვალში
Sunday, December 4, 2011
Sunday, November 27, 2011
ალექსანდრე მაკედონელი და გლობალიზაცია
2.პროექტის იდეა: ალექსანდრე მაკედონელის პოლიტიკური მოღვაწეობის გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები შეისწავლიან დღევანდელ მსოფლიოში არსებულ სიტუაციას,ისაუბრებენ გლობალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
4.პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეკრიბონ მასალები ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.გადმოგვცენ საკუთარი მოსაზრებები მის მიერ წარმოებულ დაპყრობითი ომებისა და მსოფლიო იმპერიის შექმნის შესახებ;ისაუბრონ გლობალიზაციის საკითხებზე.
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების,თანამშრომლობის,ანალიტიკური აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარები.
5.მოსწავლეთა ასაკი: 14 წელი.
6.შესრულების ვადა:ორი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ალექსანდრე მაკედონელის ბიოგრაფიას,მოკლედ აკონკრეტებენ სათქმელს მის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკის შესახებ;გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას მაკედონელის როგორც გლობალისტის შესახებ.უღვივდებათ ინტერესი უფრო მეტი გაიგონ გლობალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საკითხებზე.მოხდება ნახატების,სლაიდშოუს,დისკუსიის (დებითი და უარყოფითი შედეგები),ბლოგის შექმნა,მოეწყობა დისკუსია (გლობალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეზეპრეზენტაციის გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის.
8.საჭირო რესურსი: VIII კლასის სახელმძღვანელო(მ.სურგულაძე; გ.ანჩაბაძე; ს.ბახია–ოქრუასვილი; ნ.ერემაშვილი,;გ.მშვენიერაძე;თ.უზუნაშვილი;);ლ.სანიკიძე–ალექსანდრე მაკედონელი;მ.ალექსიშვილი–ალექსანდრე მაკედონელი;დაფა,ცარცი,რუქა,თაბახის ფურცლები,მარკერები,ფორმატი,კალამი,პროექტორი,კომპიუტერი,ინტერნეტის საიტები.
9.პროექტის მსვლელობა:მოსწავლეებში მოტივაციის შესაქმნელად ფილმიდან „ალექსანდრე მაკედონელი“ ვყურობთ ნაწყვეტებს.კლასი გაყოფილია სამ ჯგუფად.თითოეული ჯგუფი ირჩევს ლიდერს,რომელიც წარმოადგენს ნამუშევარს დამსწრე საზოგადოების წინაშე.პრეზენტაციის დრო წინასწარ განსაზღვრულია,გამოკვეთილია მომხსენებლის მიზანი კონკრეტული თემის ირგვლივ;მასწავლებელი ასრულებს დამკვირვებლისა და გეზის მიმცემის როლს.
აქტივობები:
I.ფილმის ჩვენება
II.კითხვა–პასუხი:
1)რა მასალა მოვიძიეთ ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ
2)რა არის გლობალიზაცია,რა კავშირშია ალექსანდრე გლობალიზაციასთან?
3)რა ვიცით ელინისტური კულტურის შესახებ?
III.პრეზენტაცია.განსაზღვრულია რეგლამენტი
I ჯგუფი–ალექსანდრეს ბიოგრაფიული მონაცემები
II ჯგუფი–ალექსანდრეს მიერ წარმოებული დაპყრობითი ომები
III ჯგუფი– გლობალიზაცია და თანამდროვეობა (გლობალიზაციის თითოეული ასპექტის:ეკონომიკური,პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის განსაზღვრა)
10.სამუშაო ენა: ქართული
11.პროექტის ხელმძღვანელი:ნ.დავლაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ndavladze@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:htt//ndavladze.blogspot.com
Saturday, November 26, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)